top of page
Search

სასკოლო ,,წიგნების თარო"

მოგესალმებით,

ააამ... ჰო კაი, ვიცით, რომ სულ რაღაც სამი თვეა არ დაგვიწერია. განა არ გვინდოდა დაწერა? გვინდოდა, მაგრამ იცით რაშია საქმე, არც მეტი არც ნაკლები ძალიან ჩვეულებრივად ხომ არ დაგიბრუნდებოდით? თუ დაბრუნებაა, მაშინ გრანდიოზული უნდა იყოს. ჰოდა, ველოდით რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას და როგორც იქნა დიდი ლოდინის შემდეგ მართლაც მოხდა ის, რის შესახებ დაწერა არამარტო სასურველი, არამედ აუცილებელიც იყო. მზად ხართ გაიგოთ ასე რამ ამაღელვა? დაჯექით და მოემაზადეთ... სასკოლო წიგნების თარო! დიახ, არ მოგეჩვენათ, რაც სათაურში წაიკითხეთ სრული სიმართლეა, მეც კი ვმონაწილეობდი და მზად ვარ ყველაფერი დასაწყისიდან დასასრულამდე დეტალებში გიამბოთ.

ალბათ, პირველი კითხვა რაც გაგიჩნდათ არის თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გსმენიათ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პროექტ ,,წიგნების თაროს“ შესახებ. ჩვენი სკოლის გუნდი დიდი ხანია, რაც ჩართულია ამ პროექტში. ამ გუნდის წევრებმა და ჩვენი სკოლის ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა,-ნატა ჩახვაძემ გადაწყვიტა, რომ ეს ისეთი უნიკალური პროექტია, მარტო ტელევიზიაში არ უნდა არსებობდეს და მოდი ჩვენს ბავშვებსაც გავაცნოთო. აი, აქედან წარმოიშვა სასკოლო წიგნების თაროს იდეაც, რომელიც მერე გაღვივდა და მეც ჩამითრია.

გაინტერესებთ მე როგორ მოვხვდი იქ? სიმართლე გითხრათ, ჩემი სურვილი სულაც არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ ჩემი მეგობრებისგან დაკომპლექტებულ გუნდს „წიგნების თაროს“ სატელევიზიო თამაშზე ვერ წავყევი. იმის გამო, რომ ჩემზე გაბრაზებულები აღარ ყოფილიყვნენ, პირობა წამომიყენეს, მეც უნდა მიმეღო მონაწილეობა სასაკოლო ჩემპიონატში, ხედავთ სად მომიჭრეს უკან დასახევი გზა? რა მექნა, უარს ვერ ვიტყოდი და აი, ასე აღმოვჩნდი აქ.

ჰოდა, არც მეტი არც ნაკლები ჩემი გუნდი სახელად - ,,ლანისტერები“ ფინალში გავედით. საკმაოდ დაძაბული თამაში გამოდგა და რამდენიმე რაუნდმა უცვლელი ანგარიშით ჩაიარა. ეკრანიზაციამდე მოწინააღმდეგე გუნდი- ,,ენიგმა“ ლიდერობდა და ჩვენც მოგების იმედი გადაწურული გვქონდა. თუმცა, ჩემი გუნდელის მიერ ,,ნუ მოკლავ ჯაფარას“ ფილმის გამოცნობის შემდეგ საქმე უკეთესად წავიდა. დადგა ბლიცის დროც. ზოგადად, ვინც გადაცემას უყურებთ, იცით, რომ ამან შეიძლება თამაშის ბედი გადაწყვიტოს და სხვანაირად შემოიატრიალოს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით წინ, მაინც ძალიან ვღელავდი და თან გულში ჩემს გუნდელებს ვლანძრავდი, მე, რომ გამიმეტეს ბლიცისთვის. მახსოვს, როცა თიკამ- ჩვენმა წამყვანმა თქვა დავიწყეთო, გონება გამეთიშა და მანამ არ ჩამერთო, სანამ თამაში არ დამთავრდა... მოვიგეთ! დირექტორებმა ფინალისტები წიგნებით კი დაგვასაჩუქრა! თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადმოგვცა და გამარჯვებულ გუნდს თასი, რომელიც გუნდის შეთანხმებით სახლში წამოვიღე, „ლანისტერები“ დავაწერე და თვალის ჩინივით ვუფრთხილდები.

საბოლოოდ ვიტყოდი, რომ დაუვიწყარი რამდენიმე კვირა იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო გათვლილი ისეთ დიდ მასშტაბებზე, როგორც ნამდვილი ,,წიგნების თარო“. ჩვენი სკოლის მოსწავლეებზე წარუშლელი კვალი დატოვა, გვახალისა, გვაცინა და სკოლის დღეებიც გაგვიფერადა. ამ ყველაფრისთვის ჩვენს უსაყვარლეს ნატა მასწავლებელს, თიკას, თედოსა და ანას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ყველას სახელით, რადგან დიდი შრომა ჩადეს ამ ყველაფერში. ასევე, მადლობა სხვა თაროელებსაც, კერძოდ ქეთის, ნინის, ნინისა და დადას გულშემატკივრობისთვის ასევე ლევანს, რომელიც მიუხედავად სიშორისა, მაინც აქტიურად ერთვებოდა ჩვენს სასკოლო წიგნების თაროში.

სანამ დაგამშვიდობებოდეთ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენც არანაკლები წამყავანი გვყავდა და მე თუ დამიჯერებთ ჩვენი თიკა ისევე გვანერვიულებდა პასუხის გაგებამდე, როგორც ,,წიგნების თარო“-ში. თუ ოდესმე შანსი გექნებათ, რომ ,,წიგნების თარო“-ში მონაწილეობა მიიღოთ, არასდროს გაუშვათ ის ხელიდან!


მომავალ შეხვედრამდე!


ჩვენი გულშემატკივრები

ფინალისტების პრიზები

არც მეტი, არც ნაკლები, თასი



,,ენიგმა"

,,ლანისტერები"

მიმდინარეობა თამაშის


დირექტორისა და ნატა მასწავლებლის მიერ ბავშვების სერტიფიკატებით დაჯილდოვება

ფრიად აღტაცებული და გახარებული ნატა მასწი


მონაწილეები

ტარგარიენი მარიამი, რომელსაც ჩვენი ჯგუფის სახელი დავაჭერინეთ ხელში :)

ფრიად გახარებული მე

96 views0 comments

留言


bottom of page