გამარჯობა, მეგობრებო.
მე სკოლა „ევრო 2000“-ის XI (გ) კლასის მოსწავლე ლილე ჩიხლაძე და ამასთანავე, ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი გახლავართ.
მინდა მოკლედ გესაუბროთ ჩვენი პლანეტა- დედამიწის ეკოლოგიურ პრობლემებზე.
დედამიწა... ის პლანეტაა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ალბათ, ეს საკმარისი უნდა იყოს მის დასაფასებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის არაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია - შესანარჩუნებლად.
ყველა, სხვა დანარჩენს უცდის, თუ როდის გადადგამს პირველ ნაბიჯს და როდის დაიწყებს მოქმედებას. ჩემი პირადი აზრი კი ის გახლავთ, რომ არ არის საჭირო სხვას უცადო. აუცილებელი მხოლოდ ისაა ,რომ დაუსვა საკუთარ თავს ყოველდღე, მხოლოდ ორი კითხვა :
„თუ არა მე, მაშ ვინ?“
„თუ არა დღეს, მაშ როდის?“
სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე , ჩვენ სკოლასაც შეეტანა რაიმე წვლილი პლანეტის სისუფთავეში და გაგვეკეთებინა ე.წ „მწვანე ყუთები“, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებოდათ გამოყენებული ქაღალდები მოეთავსებინათ. გარდა ამისა, ჩავერთე კონკურსში, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს სკოლას დიდ წარმატებას მოვუტანთ. ამიტომ, საჭიროა თქვენი მხარდაჭერა და დახმარება ! ერთად ყველაფერს შევძლებთ.
მუშაობის პროცესი, საკმაოდ სახალისო და საინტერესო იყო. მიუხედავად ინვენტარის სიმცირისა, ჩვენ მოვახერხეთ და ჩვენი ხელით დავამზადეთ რამდენიმე „მწვანე ყუთი“.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექციას, სკოლის თვითმმართველობას , სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ქეთევან რუსიეშვილს და ხელოვნების მასწავლებელს თამარ ხოფერიას მხარდაჭერისთვის.
Comentarios