მოგესალმებით!
პირველად მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ ევროს ბლოგზე ახლა ამ სტატიას კითხულობთ.
ცხოვრებაში არასდროს დამიწერია ბლოგზე, არასდროს გამიზიარებია სხვა ადამიანებსთვის ჩემი ემოციები ამ გზით, ასე რომ ნამდვილად საპასუხისმგებლოა ევროს ბლოგის პირველი სტატიის დაწერა რომ მიწევს.
საქმე მარტო იმიტომ მაქვს გაადვილებული, რომ ისეთ რაღაცაზე ვწერ, რაც ჩემთან ძალიან ახლოსაა. ჩემი ცხოვრების და ოთახის 80%-ს წიგნები შეადგენს, რომელთა კითხვაც ჩემთვის უსაზღვრო ბედნიერებაა. მეათე კლასის ერთ რომელიღაც დღეს ნატა მასწავლებელი შემოდის და მეუბნება გადაცემა „წიგნების თარო“-ს შესარჩევ ტურზე უნდა გახვიდეო. ძალიან მეშინოდა და თავიდან უარზეც ვიყავი, საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი, თუმცა თედო, თიკა და ნატა მასწავლებელი ძალიან დამეხმარნენ. როგორღაც დავძლიე ჩემი კომპლექსები და ერთად მივედით იქამდე, რომ გულშემატკივართა სიასაც კი ვადგენდით. ჩემთვის, თიკასთვისა და თედოსთვის ყველაზე მაგარი დღე მაშინ დადგა, როცა ნანატრ სტუდიაში ფეხი შევდგით და „წიგნების თაროს“ სიმღერა და ჟრიამული გავიგონეთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვინდა სამივეს უკან დაბრუნება. ჰოდა, ძალიან ეგოისტურად მოგვეჩვენა მარტო ჩვენ რომ დავიმუხტეთ ამ არაჩვეულებრივი ემოციებით და გადავწყვიტეთ ცოტათი მაინც გაგვეზიარებინა ევროელებისთვის ეს გრძნობები. ნატა მასწავლებლისა და კობას დახმარებით ქართული ენის კვირეული ღირსეულად დავხურეთ (ყოველშემთხვევაში , ჩვენ ასე ვფიქრობთ:) ).
ორი ნახევარფინალი მოვაწყვეთ და ბოლოს, ფინალში გამარჯვებული გუნდიც გამოვავლინეთ. თიკას მიყავდა ღონისძიება, თედო ქულებს ითვლიდა მე და ნატა მასწავლებელი კი, თამაშში ბოლომდე ვიყავით ჩაფლულები. არ შეიძლება, არ გავიხსენო კობა ბერიძის ყველაზე მაგარი გულშემატკივრებიც. ძალიან მახარებდა, ბავშვების გაბრწყინებულ სახეების დანახვა, როცა სწორ პასუხს გამოიცნობდნენ. სკოლის საუკეთესო ბლიცერიც კი გამოვავლინეთ, რომელიც თამაშის დასაწყისში დიდ უარზე იდგა, არა ბლიცზე შანსი არაა არ გავალო :). გამარჯვებულ „ცისფერყანწელებს“ საჩუქრად წიგნები გადავეცით, ხოლო ყველა მონაწილეს სიგელები.
საბოლოოდ მინდა გითხრათ, რომ თქვენ ახლა ეს სტატია ევროს ბლოგზე წაიკითხეთ და ნებისმიერი სახის სტატიის გამოგზავნა შეგიძლიათ. ევროს ბლოგი საშუალებას მოგცემთ გაუზიაროთ თანასკოლელებს თქვენი ემოციები და საინტერესო თავგადასავლები.
იკითხეთ ბევრი და სკოლის „წიგნების თაროში““ მიიღეთ მონაწილება.
<3
luv it!<3