მოგესალმებით, მეგობრებო! :) მოკლედ მინდა მოგითხროთ ჩვენს სკოლაში ჩატარებული ძალიან სასიამოვნო შეხვედრის შესახებ, რომელიც წიგნებს მივუძღვენით.
''სახლი, სადაც წიგნი არ არის, უსულო ორგანიზმს ჰგავს'' ამბობს ციცერონი.
ალბათ, ეს გამონათქვამი ყველამ იცის. ვეთანხმები ციცერონს და ვფიქრობ, რომ კითხვა დიდ როლს ასრულებს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების , რადგან წიგნებმა შეიძლება ადამიანს, როგორც ბევრი კარგი რამ ასწავლოს, ისე დაეხმაროს ცხოვრებაში არსებული რეალური დაბრკოლებების ადვილად გადალახვაში.
წიგნების პოპულარიზაციისთვის, ჩვენს სკოლაში, 8 ნოემბერს, ახალგაზრდა მკითხველთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა შეკრება გაკვეთილების შემდეგ, რომელსაც, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები ესწრებოდნენ და დირექტორიც კი შემოგვიერთდა. თითოეულ ჩვენგანს მიეცა საშუალება, რომ წარმოედგინა თავისი საყვარელი წიგნი და ესაუბრა მასზე.
ზოგადად, სასიამოვნოა ადამიანებთან დროის გატარება და ისეთ საკითხებზე საუბარი, როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული, თავგანწირვა და ა.შ.
დამეთანხმებით, რომ წიგნები ამის საშუალებას გვაძლევს. შესაბამისად, გვქონდა პატარა დისკუსიები ჩვენს პრეზენტაციებს შორის. გავიგეთ ერთმანეთის მოსაზრებები უამრავი თემის ირგვლივ. ბევრი ვისაუბრეთ წიგნებსა და მათში დასმულ უამრავ პრობლემაზე, ასევე გავეცანით ჩვენთვის უცნობი მწერლების შემოქმედებას და აღმოვაჩინეთ ახალი წიგნები.
ასეთი ტიპის შეხვედრები ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან, გავერთე ისევე, როგორც ყველა იქ მყოფი და დიდი სიამოვნებაც მივიღეთ , იმის მოსმენისგან და დანახვისგან თუ როგორ შეიძლება უყვარდეს ადამიანს წიგნი და მასზე ასეთი აღტაცებითა და სიამაყით საუბრობდეს. როდესაც ჩემი საყვარელი წიგნის წარდგენის დრო დადგა, ცოტათი შემრცხვა და ავღელდი, თუმცა იქ შექმნილი ატმოსფერო ისეთი მეგობრული და თბილი იყო, რომ წამებშივე გაქრა ჩემი კომპლექსები და ძალიან გახსნილად ვისაუბრე ჩემს საყვარელ წიგნებზე. გავაცანი თანასაკოლელებს ის შთაბეჭდილებები, რომლებიც ამ წიგნების წაკითხვის დროს დამეუფლა და გავუზიარე ჩემი ემოციები. დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი ჩემს საყვარელ წიგნებზე კიდევ ერთხელ და დარწმუნებული ვარ მომეცემა კიდეც ამის საშუელბა ჩვენს შემდეგ შეხვედრებზე....
Comments